ვერნაკულარული

ვერნაკულარული
ლათინური სიტყვიდან ვერნა (mona). ამ ტერმინით აღინიშნება სამეტყველო ან წერილობითი ენა, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო საზოგადოების დაბალ ფენებში, და რომელიც დაპირისპირებული იყო ოფიციალურ (ჩვეულებრივ ლათინურ, ან განთლებულ ხალხურ) ენასთან. ტერმინი ენობრივი რეგისტრის გაცილებით უფრო “დაბალ” დონეს გამოხატავს, ვიდრე ტერმინი “ვულგარული”, მაგალითად, პროვანსული და იტალიური პოეზია ვულგარულ ენაზეა დაწერილი, მაგრამ მას ვერნაკულარულს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ამ უკანასკნელ ტერმინთან არაფორმალურობის უკიდურესი დონეა ასოცირებული. კამიტას მიერ ტერმინ “ვერნაკულარულის” არჩევა განხილული ტექსტების სწორედ ასეთ არაფორმალურ ბუნებაზე უნდა მიუთითებდეს.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»